ჯო უილსონი ეუთოს სამი კომიტეტის სხდომაზე - საქართველოს დე ფაქტო რეჟიმი არღვევს ეუთოს ვალდებულებას, ჩაატაროს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები - მოვუწოდებ კოლეგებს, დაჟინებით მოითხოვონ ახალი არჩევნები საქართველოში!

საქართველოს დე ფაქტო რეჟიმი თბილისში არღვევს ეუთოს ვალდებულებას, ჩაატაროს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ­და დაიცვას თავისი მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებები, - ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა ეუთოს სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, შემაშფოთებელია საქართველოში ჩატარებული გაყალბებული არჩევნები საქართველოში და რეპრესიები, რომელიც გაყალბებულ არჩევნებს მოჰყვა.

„საქართველოს დე ფაქტო რეჟიმი თბილისში არღვევს ეუთოს ვალდებულებას, ჩაატაროს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და დაიცვას თავისი მოქალაქეები. შედეგად, მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, დაჟინებით მოითხოვონ ახალი არჩევნები საქართველოში და უარი თქვან რეგულარულ ურთიერთობაზე „ქართული ოცნების“ დიქტატურასთან. „ქართული ოცნების“ დღევანდელი დელეგაცია არალეგიტიმურია და არ არის არჩეული თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში, როგორც ეს დადგენილია დამკვირვებლების მიერ მთელ მსოფლიოში“, - აღნიშნა ჯო უილსონმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს