სალომე ზურაბაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა, ნინო დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე საუბარი ქვეყანაში, რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს შეეხება.

„რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრების გაგრძელება. ეს არ არის პირველი შეხვედრა. იცით, რომ სისტემატურად ვხვდებით და სხვადასხვა ტიპის შეხვედრები იმართება. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ იყო შეხვედრა საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით, სადაც არჩევნების საკითხზე ვისაუბრეთ. დღესაც, სავარაუდოდ, ქვეყანაში, ზოგადად, რეგიონში და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე ვისაუბრებთ. ასევე, რამდენად მნიშვნელოვანია ახლა საქართველოს საკითხის წამოწევა, მათ შორის, უსაფრთხოების ნაწილში, მისი ევროინტეგრაციის საკითხში და ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ნაწილში. სავარაუდოდ, ამ თემებზე ვისაუბრებთ. ასევე, ვიმსჯელებთ და შეხვედრის შემდეგ მეტ დეტალზე ვისაუბრებთ“, - აღნიშნა დოლიძემ.

დოლიძე ასევე, გამოეხმაურა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სალომე ზურაბიშვილის მიმართ კვერცხების სროლის ფაქტს და აღნიშნა, რომ „ეს არ არის მხოლოდ კონკრეტულ პერსონაზე თავდასხმა, არამედ ეს არის ინსტიტუტზე თავდასხმა“.

შეხვედრას ასევე, ესწრება პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი, რომელმაც მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ „დამატებით სხვადასხვა ნაბიჯის გადადგმა აუცილებელია“.

„დამატებით სხვადასხვა ნაბიჯის გადადგმა აუცილებელია. ვნახოთ, რა მოხდება დღევანდელ შეხვედრაზე, წინასწარ ვერაფერს ვიტყვი. სამწუხაროდ, იმ ვითარებაში ვართ, რომ არ გვაქვს არანაირი სამართლიანი ქცევის იმედი სამართალდამცავებისა და მართლმსაჯულების სისტემის მხრიდან. ჩვენ ყოველდღე ვხედავთ სრულ უსამართლობას, ვხედავთ მსხვერპლებს, რომლებსაც სისტემა ასამართლებს და მოძალადეებს, რომლებსაც ხელს აფარებს. სწორედ ამიტომ არის ეს პროტესტიც და ყველაფერი, რომ ეს შევცვალოთ. საშინელი უსამართლობაა, სადაც ვცხოვრობთ“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

დღესვე, გარდა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისა, დაგეგმილია შეხვედრა სალომე ზურაბიშვილსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორისაც.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო