გიგი წერეთელი - საქართველოსთან დაკავშირებით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში დაგეგმილი დებატები ძალიან მწვავე იქნება

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყველა წევრ ქვეყანას აქვს ვალდებულება, ეს ვალდებულება, პირველ რიგში, არის დემოკრატია, სამართლიანი არჩევნები, სასამართლო და ადამიანის უფლებების დაცვა - დღეს, საქართველოში არსებული ვითარება აიძულებს ეუთოს, იმსჯელოს საკითხებზე, რომლებიც ე.წ. ხელისუფლების მხრიდან უხეშად ირღვევა! - ეს განცხადება “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გიგი წერეთელმა ვენაში გააკეთა, სადაც პარტიის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავასთან ერთად, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წლიური სესიისთვის მოსამზადებელ სხდომას ესწრება.

როგორც წერეთელმა აღნიშნა, დარწმუნებულია, რომ საქართველოსთან დაკავშირებით დებატები ძალიან მწვავე იქნება.

“დღეს საქართველოში არსებულო ვითარება აიძულებს ეუთოს, ისევე როგორც სხვა ორგანიზაციებს, რომ იმსჯელოს ამ საკითხებზე და დარწმუნებული ვარ, რომ მწვავე იქნება დებატები იმისათვის, რომ შეიცვალოს ვითარება საქართველოში და საზოგადოებას, ვინც პროტესტს გამოხატავს, დაინახონ მათ გზა მომავალში და პირველ რიგში ეს არის ახალი არჩევნები, ახალი დემოკრატიული პროცესის დასრულება პოლიტიკური რეპრესიების და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება