კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ ადმინისტრაციულ ორგანოებს კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობის შესაძლებლობა ექნებათ

კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ ადმინისტრაციულ ორგანოებს კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობის შესაძლებლობა ექნებათ.

ამას “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა გიორგი გაბუნიამ და ნოდარ ტურძელაძემ მოამზადეს.

ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობის განხორციელდება ლიცენზიის საფუძველზე მოხდება. ლიცენზიის ოდენობა 2 000 ლარის ოდენობით არის განსაზღვრული.

ინიციატორთა შეფასებით, “ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კულტურულ - შემოქმედებითი რადიომაუწყებლობის ფუნქციონირება ხელს შეუწყობს თაობათა შორის ქართული ხელოვნებისა და კულტურის პოპულარიზაციას, ახალი კულტურულ-შემოქმედებითი იდეების დაბადებას, განვითარებას, ხორცშესხმასა და ქვეყნის კულტურულ სივრცეში აკუმულირებას“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს