ეროვნული ბანკის მხარდაჭერით საქართველოში მიკროსაფინანსო სფეროს საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

მიმდინარე წლის 27-29 მაისს, საქართველო მიკროსაფინანსო ცენტრის (MFC) 27-ე ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას - „ცვლილებები, შოკები და გადაჭრის გზები „მიკროფინანსები გეოპოლიტიკის ჩრდილში“ (Shifts, Shocks and Solutions: Microfinance in the Shadow of Geopolitics) უმასპინძლებს. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

როგორც სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო მიკროსაფინანსო სექტორის პრაქტიკოსები და ევროპის და ცენტრალური აზიის მოაზროვნე ლიდერები მსოფლიოს 50-მდე ქვეყნიდან.

„სამდღიანი შეხვედრის მხარდამჭერი საქართველოს ეროვნული ბანკი იქნება.

მიკროსაფინანსო სფეროს მსოფლიო ლიდერები გეოპოლიტიკური ცვლილებების გლობალურ პერსპექტივებზე იმსჯელებენ. ასევე ყურადღებას გაამახვილებენ სტაბილური მარეგულირებელი ჩარჩოს უზრუნველყოფასა და მიკროსაფინანსო ინსტიტუტების დაფინანსების პრაქტიკულ სტრატეგიებზე.

შეხვედრის მონაწილეები ასევე ისაუბრებენ ინოვაციურ მიდგომებზე, რომლებიც ხელს უწყობს სექტორში უსაფრთხოებას და მდგრად განვითარებას. ასევე საუბარი შეეხება AI-სა და კლიმატის გავლენას სფეროს საქმიანობაზე.

აღსანიშნავია, რომ წლევანდელი კონფერენცია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ქართული ეროვნული ვალუტის - ლარის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ჩატარდება.

შეგახსენებთ, MFC-ის 26-ე წლიურ კონფერენციაზე „მრავალფეროვნება ინკლუზიური დაფინანსებისთვის“, რომელიც პოლონეთში გაიმართა 127 მიკროსაფინანსო და სოციალური საწარმოების დაფინანსების პროვაიდერი, 12 მიკროსაფინანსო ეროვნული ასოციაცია, 28 ინვესტორი, 13 საკონსულტაციო კომპანია, 9 პოლიტიკის შემქმნელი და მარეგულირებელი, 5 IT და ციფრული სერვისების პროვაიდერი მონაწილეობდა.

მიკროსაფინანსო ცენტრი MFC არის სოციალური საფინანსო ქსელი, რომელიც ხელს უწყობს სამართლიანობას, ინკლუზიურობას, თანასწორობას და პასუხისმგებლობას. საერთაშორისო ცენტრი აერთიანებს 100-ზე მეტ ორგანიზაციას ევროპის, ცენტრალური აზიის 36 ქვეყანაში, რომლებიც პასუხისმგებელ მიკროსაფინანსო მომსახურებას თითქმის 2,000,000 დაბალი შემოსავლის მქონე კლიენტს აწვდიან.

სარეგისტრაციო ბმული”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება