დავით მორგოშია თბილისში მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დავით მორგოშია, აფხაზეთიდან დროებით დევნილებთან შეხვედრების ფარგლებში, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი №48ა-ში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტში იმყოფებოდა.

აღნიშნულ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

“მინისტრმა მოსახლეობას აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს 2025 წლის პროგრამები გააცნო და მათგან განათლების მიმართულებით არსებული საჭიროებები მოისმინა.

შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს სოციალურ და ინფრასტრუქტურულ საჭიროებებსა და მათი მოგვარების გზებზე.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ლევან მგალობლიშვილის დავალებით, გრძელდება აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრები, რომლის მიზანი დევნილების საჭიროებებისა და პრობლემების შესწავლა და შემდგომ მათი ოპერატიულად გადაწყვეტაა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება