ანდრეი სიბიგა - მადლობა ევროკავშირს, რომ უკრაინის, სიმართლის, მშვიდობის, თავისუფლების, სამართლიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარეს მტკიცედ დგას

მადლობა ევროკავშირს, რომ უკრაინის, სიმართლის, მშვიდობის, თავისუფლების, სამართლიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარეს მტკიცედ დგას, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„კაია კალასს ვესაუბრე, რათა რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის მესამე წლისთავის წინ უახლესი საერთაშორისო მოვლენები და კოორდინირებული ნაბიჯები განგვეხილა. მადლობა ევროკავშირს, რომ უკრაინის, სიმართლის, მშვიდობის, თავისუფლების, სამართლიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარეს მტკიცედ დგას“, - წერს ანდრეი სიბიგა.

ანდრეი სიბიგას ცნობით, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჟან-ნოელ ბაროსაც ესაუბრა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ცნობისთვის, Politico-ს ინფორმაციით, შესაძლოა, 24 თებერვალს ევროკავშირმა უკრაინისთვის 20 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი გამოყოს.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი