გურიაში და აჭარაში „ენერგო-პრო ჯორჯია” საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს

„ენერგო-პრო ჯორჯიას” ტექნიკურმა ბრიგადებმა დიდთოვლობის გამო დაზიანებული ენერგოინფრასტრუქტურის ნაწილის აღდგენა უკვე მოახერხეს. თუმცა, საგანგებო რეჟიმში მუშაობა კვლავ გრძელდება, - ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია” ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, ელექტროენერგია ამ დროისთვის შეზღუდვით მეწოდება ოზურგეთის სოფლების ნაწილს, ასევე, ლანჩხუთის ორი სოფლის - სუფსას და ჩოჩხათის ნაწილს, ჩოხატაურში კი სამი სოფლის - ზემო ხეთის, სამებას და თხილგანის ნაწილს.

„კომპანიის ტექნიკური სამსახური ამ წუთებშიც აქტიურად მუშაობს აღდგენით სამუშაოებზე და აბონენტების უმრავლესობას მოკლე დროში აღუდგება ენერგომომარაგება.

საგანგებო რეჟიმში მუშაობა მიმდინარეობს ასევე ქობულეთში, სადაც სოფლების ნაწილს უკვე აღუდგა ელექტროენერგიის მიწოდება. თუმცა, ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი აბონენტები ძაბვას შეძლებისდაგვარად დროულად მიიღებენ.

ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა ასევე ბათუმის მიმდებარე დასახლებების - სამების და ფერიას აბონენტების უმრავლესობას. მუშაობა აქაც მიმდინარეობს და დღის ბოლომდე სრულად აღდგება ენერგომომარაგება.

მუნიციპალიტეტების რაიონული ცენტრები ელექტროენერგიით სტაბილურად მარაგდებიან“, - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს