რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ილონ მასკის მიერ კალინ ჯორჯესკუს მხარდაჭერა შეიძლება სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად ჩაითვალოს

ილონ მასკის მიერ კალინ ჯორჯესკუს მხარდაჭერა შეიძლება სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად ჩაითვალოს, - ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ემილ ჰურეზიანუმ განაცხადა.

„ილონ მასკის მიერ სოციალურ ქსელში კალინ ჯორჯესკუს მხარდასაჭერად გამოქვეყნებული "მესიჯები" შეიძლება სხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევის ფორმად ჩაითვალოს. მაგრამ ის მაინც კერძო პირია, რომელსაც აშშ-ის ადმინისტრაციაში თანამდებობა არ აქვს დაკავებული“, - განაცხადა ემილ ჰურეზიანუმ.

მისი თქმით, ილონ მასკმა ულტრამემარჯვენე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მიმართ მხარდაჭერა უკვე ღიად გამოხატა და „ის ძალიან ძლიერი და გავლენიანი ფიგურაა“.

ცნობისთვის, ულტრამემარჯვენე კანდიდატმა, კალინ ჯორჯესკუმ ნოემბერში გამართულ რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გაიმარჯვა. მოგვიანებით რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნების შედეგები გააუქმა, მას შემდეგ რაც ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებმა განაცხადეს, რომ რუსეთი რუმინეთის წინააღმდეგ ჰიბრიდულ თავდასხმებს ახორციელებდა.

რუმინეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 4 მაისს, ხოლო მეორე ტური 18 მაისს გაიმართება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს