ლაშა დოლბაძე რუსთავში მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსახლეობას შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლაშა დოლბაძე, ქალაქ რუსთავის მერის მოადგილე ოთარ ტატალაშვილთან ერთად, რუსთავში, მე-11 მიკრორაიონში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოქალაქეებს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, მინისტრმა მოსახლეობას ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2025 წლის პროგრამები გააცნო, რომელიც ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ხორციელდება.

„აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის, ლევან მგალობლიშვილის დავალებით, აქტიურად მიმდინარეობს აფხაზეთიდან დროებით იძულებით გადაადგილებულ პირებთან შეხვედრები, რომლის მიზანია მოსახლეობისათვის არსებული პროგრამების გაცნობა და მათ საჭიროებებზე მორგებული პროექტებისა და ინიციატივების განხორციელება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება