საზოგადოებრივი მაუწყებლიდან  აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან გადაინაცვლეს

საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლეს და რუსთაველის გამზირზე მყოფ სხვა საპროტესტო აქციის მონაწილეებს შეუერთდნენ.

აქციის მონაწილეებს ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები და საქართველოს, ევროკავშირისა და გერმანიის დროშები აქვთ მიტანილი.

ასევე აქციის მონაწილეები სკანდირებენ - „არ გავჩერდებით", "ჩანიშნეთ არჩევნები".

ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე პროტესტის 87-ე დღეს აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ საავტომობილო გზაც გადაკეტეს.

მათი მოთხოვნები უცვლელია - დაინიშნოს ხელახალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დაკავებული მოქალაქეები.

ბაკო ხელაძე - ირანში ისლამური რესპუბლიკის ყოფნა არ ყოფნის საკითხი წყდება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.01.2026
ვიზიტორთა სავალდებულო დაზღვევამ „არდის“ მრავალწლიანი გამოცდილების პროდუქტზე მოთხოვნა მკვეთრად გაზარდა
სასტუმრო „პაბელონი“: თანამედროვე ინფრასტრუქტურა და ქართული მასპინძლობა
სესხის მართვა ერთი შეხებით: Scapp აპლიკაციას გადახდების ფუნქცია დაემატა
ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებს ფრანგული დიპლომის მიღების შესაძლებლობა ექნებათ