ორთაჭალაში, თამაზ მთივლიშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ხუთ პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

ორთაჭალაში, 22 წლის მამაკაცის, თამაზ მთივლიშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ 5 პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, თამარ მახარობლიძემ მიიღო.

ბრალდებულებს - ვერიკო კაპანაძეს, ლუკა გვენეტაძეს, საბა რობაქიძეს, ბაირამ ალი გუსეინოვის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან. რაც შეეხება განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი პაპაშვილს, ასევე ბაირამ ალი გუსეინოვს, მათ სამართალდამცავები ამ დრომდე ეძებენ.

საქმის პროკურორი ლევან ვეფხვაძე ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. პროკურორმა შუამდგომლობაში მომხდარის შესახებაც ისაუბრა.

როგორც ვეფხვაძემ აღნიშნა, თამაზ მთივლიშვილი თავის დაბადების დღეს ზემოთ აღნიშნულ პირებთან ერთად აღნიშნავდა, შემდეგ კი მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი პაპაშვილთან სახლში ავიდნენ. როგორც პროკურორმა აღნიშნა, პაპაშვილმა მთივლიშვილს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი, ფიზიკური.

ვეფხვაძის თქმითვე, გიორგი პაპაშვილმა მთივლიშვილს თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანებები, მათ შორის, საყოფაცხოვრებო ნივთით მიაყენა.

პროკურორის განმარტებით, ბრალდებულები ამ ყველაფერს უყურებდნენ, თუმცა, სამართალდამცავებისთვის მომხდარის შესახებ არ შეუტყობინებიათ.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატები ბრალდებულების მიმართ აღკვეთის სახით გირაოს შეფარდებას ითხოვდნენ.

მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ხუთივე ბრალდებულს, მათ შორის, ძებნაში მყოფ გიორგი პაპაშვილსა და ბაირამ ალი გუსეინოვს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება