ლაშა ფარულავა - „ქართულ ოცნებას“ არაერთი "დედლაინი" ჰქონდა, რომ  ხალხი ბრძოლას შეწყვეტდა, მაგრამ ისინი თავიანთ სიტყვებთან დამარცხდნენ - გაზაფხული იქნება ყველაზე სახალხო და წალეკავს ამ რეჟიმს

„ქართულ ოცნებას“ არაერთი "დედლაინი" ჰქონდა, რომ ქართველი ხალხი ბრძოლას შეწყვეტდა, რომ ჩვენთვის თავისუფლება არ არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ისინი თავიანთ სიტყვებთან დამარცხდნენ, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლაშა ფარულავამ, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, "ინტერპრესნიუსთან" განაცხადა.

მისი თქმით, ქართველი ხალხი მანამდე იქნება რუსთაველზე, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

"ქართულ ოცნებას" არაერთი "დედლაინი" ჰქონდა, რომ ქართველი ხალხი ბრძოლას შეწყვეტდა, რომ ჩვენთვის თავისუფლება არ არის მნიშვნელოვანი, ამას ამტკიცებდა "ოცნება", მაგრამ ისინი თავიანთ სიტყვებთან დამარცხდნენ. საზოგადოება ერთიანია, ოპოზიცია ორ მთავარ მოთხოვნაში ერთიანია, რომ უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები რუსული რეჟიმის გარეშე, ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის [პირობებში] და მეორე ეს პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა. ჩვენ სწორედ ამიტომ ვდგავართ რუსთაველზე და ვიდგებით მანამ, სანამ ეს მოთხოვნები არ შესრულდება. გაზაფხული იქნება ყველაზე სახალხო, რომელიც წალეკავს ამ რეჟიმს", - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს