ლევან ცუცქირიძე - ეს პროტესტი არის საფუძველი ყველაფერი იმისა, რაც შეიძლება დავაშენოთ ამ ბრძოლაზე, ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ

ეს პროტესტი არის საფუძველი ყველაფერი იმისა, რაც შეიძლება დავაშენოთ ამ ბრძოლაზე, ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ. ამიტომ ეს პროტესტი, შეურიგებლობის გამოხატვა არის მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა “თავისუფლების მოედნის” თავმჯდომარემ, ლევან ცუცქირიძემ, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, "ინტერპრესნიუსთან" განაცხადა.

მისი თქმით, ეს პროტესტი კიდევ უფრო უნდა განვითარდეს და სხვა ფორმები უნდა შეიძინოს.

"ისინი ["ქართული ოცნება"] ანტიკონსტიტუციურ, არასამართლიან ბრძანებებს იძლევა და ყველა უნდა მიხვდეს, სანამ ხელს მოაწერენ და დავალებას შეასრულებენ, რომ ეს არ უნდა გააკეთონ. საერთაშორისო გარემო რა თქმა უნდა, იცვლება, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ უნდა დავინახოთ თუ საბოლოოდ როგორ ჩამოყალიბდება თეთრი სახლის საგარეო პოლიტიკა ამ პროცესთან დაკავშირებით. კონგრესიდან ორპარტიულ მხარდაჭერას ვხედავთ, ამიტომ აქ ვართ, გაზაფხულიც მოვა, როგორც კალენდრით, ისე პოლიტიკურად", - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება