თბილისსა და რეგიონებში დღეს აქციები გაიმართება

23 თებერვალს, პროტესტის 88-ე დღეს თბილისსა და რეგიონებში აქციები გაიმართება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, 13:00 საათზე, დუშეთში, აქტივისტების მხარდასაჭერად აქცია გაიმართება.

19:00 საათზე, შედგება „საჯარო საუბრები ოცნების მიერ რეპრესირებულ მოქალაქეებთან“, ასევე 19:00 საათზე, საზოგადოებრივ მაუწყებელთან „ოცნების რეპრესირებულთა მარში“ გაიმართება.

20:00 საათზე, საფინანსო სექტორი პარლამენტთან აქციას გამართავს.

ტრადიციული აქცია რუსთაველის გამზირზე 20:00 საათზე დაიწყება.

21:00 საათზე, საჯარო დისკუსია: „საქართველო 1921 - საქართველო 2025“ ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის წინ გაიმართება.

რეგიონებში აქციების განრიგი:

14:00 საათზე, დუშეთის ცენტრალური მოედანი;

17:00 საათზე, გორში, აქცია: „გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები!“ გაიმართება;

18:00 საათზე, ახალციხეში, აქცია: „არა რუსულ რეჟიმს!“ გაიმართება.

19:00 საათზე, ბათუმში, აქცია: „სამშობლოს სამსახურში!“ გაიმართება.

18:00 საათზე, ზუგდიდში, აქციაა დაგეგმილი.

17:00 საათზე, აქცია: „უწყვეტი პროტესტი თელავში“ გაიმართება.

19:00 საათზე, ქუთაისში, აქცია: „კი ევროპას, არა რუსეთს!“ გაიმართება.

20:00 საათზე, ჩხოროწყუში, დაგეგმილია აქცია: „გაბედე პროტესტი ყოველდღე!“.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება