ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისი - პალესტინელ პატიმრებს არ გავათავისუფლებთ, ვიდრე „ჰამასი“ მძევლებს დამამცირებელი ცერემონიების გარეშე არ გაათავისუფლებს

ისრაელი აცხადებს, რომ არ გაათავისუფლებს ასობით პალესტინელ პატიმარს, სანამ დაჯგუფება „ჰამასი“ თავის პირობებს არ შეასრულებს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ისრაელი არ გაათავისუფლებს 620 პალესტინელ პატიმარს მანამ, სანამ „ჰამასი“ მძევლების შემდგომ გათავისუფლებას „დამამცირებელი ცერემონიების გარეშე" არ უზრუნველყოფს.

„ჰამასმა“ გუშინ ისრაელს 6 მძევალი გადასცა. ისინი ბოლო ცოცხალი მძევლები იყვნენ, რომლებიც ცეცხლის შეწყვეტის პირველ ეტაპზე უნდა გაეთავისუფლებინათ. ოთხი დაღუპული მძევლის ცხედარი კი ისრაელისთვის მომავალ კვირას უნდა გადაეცათ.

„ჰამასის“ პრესსპიკერმა, აბდულ ლატიფ ალ-კანუმ ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების დარღვევაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ შაბათს, ისრაელელი მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ პალესტინელი პატიმრები არ გაათავისუფლეს, როგორც ამას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ითვალისწინებდა.

ისრაელი და „ჰამასი“ ხშირად ადანაშაულებენ ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების დარღვევაში, თუმცა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, რომელიც 19 იანვარს ამოქმედდა, დღემდე გრძელდება.

ზაქარია ქიტიაშვილი - განათლების მიმართულებით მიღებული ყველა გადაწყვეტილება ზემოდან ქვემოთ მოდელით მიიღება, რაშიც არცერთი დაინტერესებული მხარე არ არის ჩართული
ქართული პრესის მიმოხილვა 29.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა
Bybit Card ქართულ ბაზარზე - კრიპტოვალუტით გადახდის ახალი შესაძლებლობა
ინვესტიციის ახალი ფილოსოფია - ფული აღარ არის ფუფუნება