ირაკლი კობახიძე - საქართველოში 1921 წლის სცენარი არ განმეორდა, რაც ხელისუფლების დამსახურებაა

კონკრეტულმა ძალებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ საქართველოში 1921 წლის სცენარი განმეორებულიყო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

კობახიძის განმარტებით, „ქართული ოცნების“ დამსახურებაა, რომ საქართველოში „1921 წლის სცენარი არ განმეორდა“.

„კონკრეტულმა ძალებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ საქართველოში 1921 წლის სცენარი განმეორებულიყო, თუმცა, როგორც მოგეხსენებათ, მთავრობა აკეთებდა ამის საპირისპიროდ ყველაფერს იმისათვის, რომ შეგვენარჩუნებინა ქვეყანაში მშვიდობა, ასევე, უსაფრთხოება და ამ ბრძოლაში ჩვენ ვიყავით წარმატებული, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი ძალისხმევა იყო მიმართული საქართველოში მეორე ფრონტის გახსნისკენ. ამასთან, იყო პირდაპირი მოთხოვნები, მოწოდებები და ასევე, პირდაპირი კოორდინაცია რადიკალურ ოპოზიციასთან, თუმცა საქართველოში 1921 წლის სცენარი არ განმეორდა, ეს არის საქართველოს ხელისუფლების დამსახურება“, - განაცხადა კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს