ანდრეი სიბიგა - რუსეთისთვის აგრესორის წოდების თავიდან აცილება არ ცვლის ფაქტს, რომ ის აგრესორია, არავინ უნდა ენდოს პუტინის სიტყვებს, შეხედეთ მის ქმედებებს

ამ ღამით, რუსეთმა უკრაინაში რეკორდული რაოდენობის, 267 სასიკვდილო დრონი გაუშვა, რომლის სამიზნე მშვიდობიანი მოსახლეობა და კრიტიკული ინფრასტრუქტურა იყო, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, ვლადიმერ პუტინი აგრესორია და არავინ უნდა ენდოს მის სიტყვებს.

„ეს იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთისთვის აგრესორის წოდების თავიდან აცილება არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ის აგრესორია. არავინ უნდა ენდოს პუტინის სიტყვებს, ამის ნაცვლად, შეხედეთ მის ქმედებებს“, - წერს სიბიგა.

შეგახსენებთ, უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსებმა 23 თებერვლის ღამეს უკრაინის ტერიტორიას 267 დრონით და 3 ბალისტიკური რაკეტით შეუტიეს.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი