„ევროპის უნივერსიტეტმა“ XI-XII კლასის მოსწავლეებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით ესეების კონკურსი ჩაატარა

23 თებერვალს, „ევროპის უნივერსიტეტის“ ორგანიზებით, XI და XII კლასის მოსწავლეებისთვის ესეების კონკურსი ჩატარდა, თემაზე:

"განათლებისა და წიგნიერების როლი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული მომავლის ჩამოყალიბების პროცესში". ამის შესახებ ინფორმაციას "ევროპის უნივერსიტეტი" ავრცელებს.

"ევროპის უნივერსიტეტის" ვიცე-რექტორმა, რაულ ქირიამ და სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ეკა კაველიძემ კონკურსის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს.

კონკურსი ერთდროულად ორ ლოკაციაზე: თბილისში, "ევროპის უნივერსიტეტში" და ქუთაისში, "ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში" მიმდინარეობდა.

„კონკურსში მონაწილეობა 200-ზე მეტმა უფროსკლასელმა მიიღო. მოსწავლეებმა ესე შეასრულეს, თემაზე: "ჩვენი გზა ევროპაშია, ხსნა კი განათლებასა და წიგნიერებაში" - ნიკო ნიკოლაძე.

ესეების კონკურსის გამარჯვებულებს სპეციალურად შექმნილი კომისია გამოავლენს. საუკეთესო სამი ნამუშევრის ავტორს "ევროპის უნივერსიტეტი" გრანდიოზული პრიზებით დააჯილდოებს”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება