კესტუტის ბუდრისი პუტინზე - ვერ წარმოგვიდგენია, რომ აგრესორი, რომელსაც სისხლიანი ხელები აქვს, მიიწვიონ მაგიდასთან რაიმე საკითხის, საერთო ინტერესის და მომავლის განსახილველად

ვერ წარმოგვიდგენია, რომ აგრესორი, რომელსაც სისხლიანი ხელები აქვს, მიიწვიონ მაგიდასთან რაიმე საკითხის, რაიმე საერთო ინტერესის, მომავლის განსახილველად, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კესტუტის ბუდრისმა განაცხადა.

კითხვაზე, „შეგიძლიათ წარმოიდგინოთ სცენარი, სადაც ევროპელი ლიდერები ვლადიმერ პუტინს ხვდებიან ცეცხლის შეწყვეტის, ან ხანგრძლივი მშვიდობის შემთხვევაში“, ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა უპასუხა:

„არ ვიცი, შესაძლოა ვინმემ მოისურვოს მოინახულოს ის ციხეში სასამართლო პროცესის შემდეგ. მე ამას არ ვიზამ. არ ვიცი, შესაძლოა, ევროპელი ლიდერებიდან მას ვინმე შეხვდეს, მაგრამ ვერ წარმოგვიდგენია, რომ აგრესორი, რომელსაც სისხლიანი ხელები აქვს, მიიწვიონ მაგიდასთან რაიმე საკითხის, რაიმე საერთო ინტერესის, მომავლის განსახილველად. ვერ წარმომიდგენია, ვინმემ განაცხადოს, რომ შეუძლია ენდოს, რასაც პუტინი ამბობს“, - აღნიშნა ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, უკრაინაში ცეცხლის ხანმოკლე შეწყვეტა სახიფათოა და საჭიროა სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა.

„ცეცხლის შეწყვეტა, რომელიც მხოლოდ ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში გრძელდება, სახიფათოა. ჩვენ გვჭირდება მშვიდობა, რომელიც იქნება სამართლიანი და ხანგრძლივი. ამის მისაღწევად, უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა და გავზარდოთ ზეწოლა რუსეთზე.

სამშვიდობო შეთანხმება მკაფიოდ უნდა იცავდეს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და უზრუნველყოს აგრესორის პასუხისმგებლობა“, - აღნიშნა კესტუტის ბუდრისმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება