აფხაზეთიდან დევნილებს ჩაფიძის გულის ცენტრში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში დროებით დევნილ პირებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ. ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ყურადღება გამახვილდა ქრონიკული სისხლის მიმოქცევის დაავადების მქონე პაციენტებზე, რომლებსაც ჩაუტარდათ კარდიოლოგიური კვლევის სრული გამოკვლევა.

ღონისძიების მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლაშა ქარდავა და პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ლელა დუნდუა ესწრებოდნენ.

„მემორანდუმის საფუძველზე თანამშრომლობა ჩაფიძის გულის ცენტრთან გრძელდება. წელს პირველი აქცია ჩატარდა, რომლის ფარგლებში 100-მდე ქრონიკული დაავადებების მქონე დროებით დევნილმა მიიღო უფასო სამედიცინო მომსახურება. მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე მიმდინარე წელს აქტიურად გაგრძელდება ჩაფიძის კლინიკაში აქციები დროებით დევნილებისთვის. ასევე, სამინისტრო გააფართოებს თანამშრომლობის არეალს და სხვა კლინიკებშიც ჩატარდება მსგავსი უფასო აქციები“, - განაცხადა ლაშა ქარდავამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება