WSJ - გაერო-ს უშიშროების საბჭოზე, შესაძლოა, კენჭი უყარონ აშშ-ის რეზოლუციის პროექტს, რომელიც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის სწრაფად დასრულებას ითხოვს - რეზოლუციას ერთადერთი თანასპონსორი ჰყავს - საქართველოს მთავრობა

გაერო-ს უშიშროების საბჭოზე, ორშაბათს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაწყებიდან მესამე წლისთავზე, შესაძლოა, კენჭი უყარონ აშშ-ის რეზოლუციის პროექტს, რომელიც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის სწრაფად დასრულებას ითხოვს - რეზოლუციას ერთადერთი თანასპონსორი ჰყავს - საქართველოს მთავრობა, - ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აშშ-ის რეზოლუციის კანონპროექტში, რომელიც სამი პუნქტისგან შედგება, ნათქვამია, რომ ის „ითხოვს კონფლიქტის სწრაფ დასრულებას“ და გლოვობს „ადამიანთა ტრაგიკულ დაღუპვას რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში“.

ამასთან, გამოცემის ცნობით, აშშ-ის რეზოლუციაში არ არის მითითებული, თუ ვინ დაიწყო ომი და არ მოიცავს კონკრეტულ მოთხოვნებს კრემლის მიმართ.

„მას ერთი თანასპონსორი ჰყავს - საქართველოს მთავრობა, რომლის კავშირები მოსკოვთან ბოლო დროს დათბა“, - წერს The Wall Street Journal-ი.

ამასთან, გამოცემის ცნობით, აშშ უკრაინისგან მოითხოვს, გაიწვიოს რეზოლუციის ალტერნატიული პროექტი, რომელიც უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთს ადანაშაულებს.

„ჩვენ მოვუწოდებთ უკრაინას, გაიტანოს რეზოლუციის პროექტი და, ნაცვლად ამისა, შემოუერთდეს ჩვენს რეზოლუციას, რომელიც შეიძლება მიღებულ იქნას კონსენსუსის გზით და რომელიც ფოკუსირებულია ერთ მარტივ იდეაზე: ომის დასრულებაზე“, - აღნიშნულია ნოტაში, რომელიც შეერთებულმა შტატებმა ევროპულ დედაქალაქებს გაუგზავნა წერს WSJ-ი.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი