„ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ ხარისხის მართვის საერთაშორისო სერტიფიკატი „ISO 9001:2015“ მიიღო

„ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ ხარისხის მართვის საერთაშორისო სერტიფიკატი ISO 9001:2015 მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიის მიერ ნაყარი ტვირთის დამუშავების პროცესი პასუხობს საკანონმდებლო მოთხოვნებს და შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან. ინფორმაციას „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ISO 9001:2015-ის მიღებასთან დაკავშირებით მუშაობა გასულ წელს დაიწყო, ჩამოყალიბდა სამუშაო ჯგუფი და საკოორდინაციო საბჭო, სადაც კომპანიის შესაბამისი დეპარტამენტების წარმომადგენლებთან ერთად, საკონსულტაციო კომპანია MAGNUM OPUS-ი (მაგნუმ ოპუს კონსალტინგი) მონაწილეობდა.

„ხარისხის მართვის სისტემის სერტიფიცირების პროცესში განხორციელდა სტანდარტების შესწავლა და რისკების შეფასება, გაანალიზდა შესაბამისობის მოთხოვნები, გაუმჯობესდა სამუშაო ინსტრუქციები და ხარისხის მართვის ორგანიგრამა, რაც, ასევე, გათვალისწინებული იქნება ნაყარ ტვირთზე მომუშავე კადრების შერჩევისა და განვითარების პროცესში.

„ეიპიემ ტერმინალს ფოთს“ ISO 9001:2015 საერთაშორისო სერტიფიცირება, TÜV Austria-მ მიანიჭა. TÜV Austria საერთაშორისოდ აღიარებული მასერტიფიცირებელი ორგანოა, რომელიც ახორციელებს აუდიტორულ, ინსპექტირებისა და პროდუქტის შესაბამისობის დადასტურების აუდიტების სერვისებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება