ვოლოდიმირ ზელენსკი - ამ კვირაში ომის დასრულება შეუძლებელია

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ ომის დასრულება ერთ კვირაში შეუძლებელია, რადგან უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები ჯერ არ განიხილება და ამ საკითხზე კონკრეტული შეხვედრები არ ყოფილა.

„ამ კვირაში ომის დასრულება შეუძლებელია უკრაინისთვის [უსაფრთხოების] გარანტიებით. ყოველ შემთხვევაში, გულწრფელად არ ვიცი, როგორ შეიძლება ეს დღეს გაკეთდეს ჩვენთან შეხვედრების გარეშე”, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

როგორც ცნობილია, მანამდე თეთრი სახლის სპიკერმა კაროლინ ლევიტმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დარწმუნებულია, რომ შეუძლია მოსკოვთან შეთანხმება რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებ მომავალ კვირაში.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი