პარლამენტთან პროტესტი გრძელდება - გადაკეტილია რუსთაველის გამზირი

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა. ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე გზა გადაკეტილია, საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია. გზის გადაკეტვას მოქალაქეები ტაშითა და ოვაციებით შეხვდნენ. ადგილზე განლაგებული პოლიციის კორდონის მიუხედავად აქციის მონაწილეებმა სააბოლოოდ გზა მაინც გადაკეტეს.

პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა! ცეცხლი ოლიგარქიას!". პარლამენტთან მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდნენ საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეკრებილებიც.

მოქალაქეები უკვე 88-ე დღეა პროტესტის ნიშნად ყოველდღიურად იკრიბებიან. მათი მთავარი მოთხოვნაა: ახალი არჩევნების დანიშვნა და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი