ოლაფ შოლცი - ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ წავაგეთ არჩევნები, შედეგზე მე ვარ პასუხისმგებელი - არ უნდა ვიმუშაოთ ულტრამემარჯვენეებთან

გერმანიის კანცლერი, “სოციალ-დემოკრატების” (SPD) ლიდერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ არჩევნების შედეგები "მწარეა" მისი პარტიისთვის და მას "მარცხად" აფასებს.

ბერლინში მხარდამჭერებთან საუბრისას შოლცმა თქვა, რომ ეს არის მომენტი "როდესაც ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ წავაგეთ არჩევნები".

წინა არჩევნებზე, მისი თქმით, პარტიას „უკეთესი“ შედეგი ჰქონდა, რაზეც „პასუხისმგებელი“ იყო და დასძინა, რომ ეს შედეგი „უარესია და ამაზეც მე ვარ პასუხისმგებელი“.

შოლცმა მიულოცა კონსერვატიულ „ქრისტიან-დემოკრატების” ლიდერს ფრიდრიხ მერცს.

ამასთან, შოლცის თქმით, ის ვერასდროს მიიღებს, ულტრამემარჯვენე პარტიას.

„ახლა ჩვენ გვყავს ულტრამემარჯვენეები - AfD - და ის ფაქტი, რომ მათ მიიღეს ასეთი კარგი შედეგი არის ის, რასაც ვერ მივიღებთ და მე არასოდეს მივიღებ“, -განაცხადა შოლცმა და დასძინა:

„ჩვენ უნდა დავიცვათ ის, რასაც ყოველთვის ვამბობდით, არ უნდა ვიმუშაოთ ულტრამემარჯვენეებთან“, - ამბობს შოლცი და აღნიშნავს, რომ იმედოვნებს, რომ სხვა პოლიტიკური პარტიები „ამ დაპირებას შეასრულებენ“.

ის განაგრძობს იმას, რომ მას სურს მისი პარტია დარჩეს „მნიშვნელოვან პოლიტიკურ ძალად მომავალში".

"დარწმუნებული ვარ, რომ... ჩვენი ღირებულებები მნიშვნელოვანია, რათა ჩვენი ქვეყანა მნიშვნელოვანი დარჩეს", - ამბობს გერმანიის კანცლერი.

ეგზიტპოლების თანახმად, გერმანიაში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ფრიდრიხ მერცის კონსერვატიული ბლოკი - ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი/ქრისტიან-სოციალური კავშირი (CDU/CSU) ლიდერობს, მეორე ადგილზე გავიდა ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“, ხოლო ოლაფ შოლცის „გერმანიის სოციალ-დემოკრატიული“ პარტია მესამე ადგილზეა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია