ფრიდრიხ მერცი - მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მალე ჩამოვაყალიბოთ მთავრობა - დღეს ვიზეიმებთ და ხვალიდან განვაახლებთ მუშაობას

მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მალე ჩამოვაყალიბოთ მთავრობა, - ამის შესახებ კონსერვატიული ბლოკის - ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი/ქრისტიან-სოციალური კავშირი (CDU/CSU) ლიდერმა ფრიდრიხ მერცმა პარტიის ოფისში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან ისაუბრა "შესანიშნავ საარჩევნო კამპანიაზე" და „პოლიტიკური ოპონენტების პატივისცემაზე".

„ახლა ჩვენ ერთად ვისაუბრებთ და მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მალე ჩამოვაყალიბოთ მთავრობა... დანარენი მსოფლიო არ გველოდება.

მსოფლიოში ყველა დაინახავს, რომ გერმანიას ჰყავს სანდო მთავრობა“, - განაცხადა მან და დასძინა: „დღეს საღამოს ვიზეიმებთ და ხვალიდან განვაახლებთ მუშაობას“.

ეგზიტპოლების თანახმად, გერმანიაში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ფრიდრიხ მერცის კონსერვატიული ბლოკი - ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი/ქრისტიან-სოციალური კავშირი (CDU/CSU) ლიდერობს, მეორე ადგილზე გავიდა ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“, ხოლო ოლაფ შოლცის „გერმანიის სოციალ-დემოკრატიული“ პარტია მესამე ადგილზეა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს