ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ულტრამემარჯვენე პარტიასთან, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ კოალიციას არ შექმნის, ილონ მასკის არჩევნებში „ჩარევას" კი „მკვეთრი და სამარცხვინო" უწოდა

კონსერვატიული ბლოკის - ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი/ქრისტიან-სოციალური კავშირი (CDU/CSU) ლიდერი, ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ მისი მთავარი პრიორიტეტია „ევროპის რაც შეიძლება სწრაფად გაძლიერება, რათა ჩვენ ვიყოთ დამოუკიდებლები ამერიკის შეერთებული შტატებისგან“ თავდაცვის სფეროში.

„ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ მსგავსი რამის თქმა დამჭირდებოდა ტელევიზიით, მაგრამ გასულ კვირას დონალდ ტრამპის განცხადებების შემდეგ ცხადია: ამერიკის ეს მთავრობა არ ზრუნავს ევროპაზე“,- განაცხადა მერცმა.

მერცმა ასევე გაიხსენა, თუ როგორ "ჩაერია" ილონ მასკი გერმანიის არჩევნებში და უწოდა მას "მკვეთრი და სამარცხვინო".

"ისევე, როგორც ჩვენ მოვისმინეთ მოსკოვიდან წარსულში", - დასძინა მან.

ამასთან, მერცის თქმით, "ეს არის მისი პარტიის აშკარა გამარჯვება" და ის უზრუნველყოფს, რომ მისი მთავრობა ყველას წარმოადგენდეს.

მერცი ამბობს, რომ უნდა „შეიმუშაოს“ როგორ ჩამოაყალიბოს მთავრობა და სურს ერთი კოალიციური პარტნიორი და არა ორი.

მერცმა გაიმეორა, რომ ყოველთვის ამბობდა, არ აპირებს AfD-თან კოალიციაში შესვლას.

ამასთან მერცი ამბობს, რომ მთავრობის ჩამოყალიბება „გართულდება“, მაგრამ დასძენს, რომ ეს არის ის, რაც „ჩვენ ვიცოდით არჩევნებამდე“.

"დარწმუნებული ვარ, აღდგომამდე მთავრობას შევქმნით“, - განაცხადა მერცმა და დასძინა:

„ევროპა ელის, რომ ძალიან მალე გვეყოლება ძლიერი მთავრობა".

ეგზიტპოლების თანახმად, გერმანიაში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ფრიდრიხ მერცის კონსერვატიული ბლოკი - ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი/ქრისტიან-სოციალური კავშირი (CDU/CSU) ლიდერობს, მეორე ადგილზე გავიდა ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“, ხოლო ოლაფ შოლცის „გერმანიის სოციალ-დემოკრატიული“ პარტია მესამე ადგილზეა.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი