რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა კონფლიქტის ძირეული მიზეზების აღმოფხვრის გარეშე მძიმე შედეგების საფრთხეს ქმნის, მათ შორის რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებისთვის

უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა კონფლიქტის ძირეული მიზეზების აღმოფხვრის გარეშე მძიმე შედეგების საფრთხეს ქმნის, მათ შორის რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებისთვის, მოსკოვს ეს არ სურს და დეტალურად განუმარტა თავისი პოზიცია აშშ-ის წარმომადგენლებს ერ-რიადში გამართულ შეხვედრაზე, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

„როგორც აღინიშნა ერ-რიადშიც და მანამდეც, ცეცხლის შეწყვეტა გრძელვადიანი მოგვარების გარეშე არის გზა ცეცხლის სწრაფი განახლებისა და კონფლიქტის განახლებისკენ, კიდევ უფრო სერიოზული შედეგებით, მათ შორის რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებისთვის, ჩვენ ეს არ გვსურს“, - განაცხადა რიაბკოვმა.

მისი თქმით, ამერიკულმა მხარემ გამოავლინა სურვილი, რომ ცეცხლის შეწყვეტა რაც შეიძლება სწრაფად იქნას მიღწეული, თუმცა კონფლიქტის გრძელვადიანი გადაწყვეტა მისი მიზეზების აღმოფხვრის გარეშე შეუძლებელია.

„თუ არ აღმოიფხვრა კონფლიქტის მიზეზები, რომელიც მოიცავს ნატო-ს გაფართოებას, უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალების უგულებელყოფას და კიევის მიერ მინსკის შეთანხმებების შეუსრულებლობას, ისევე როგორც ამ ქვეყანაში რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დარღვევას, გრძელვადიანი გადაწყვეტის პოვნა შეუძლებელი იქნება. ჩვენ გვაქვს განსხვავებული მიდგომა და განსხვავებული ორიენტირები, რაც პირდაპირ თქვა რუსეთის პრეზიდენტმა და რაზეც ჩვენმა მაღალჩინოსნებმა ერ-რიადში მაქსიმალური სიცხადით და დეტალურად ისაუბრეს“, - აღნიშნა რიაბკოვმა.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი