მიმდინარე საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებული არჩილ მუსელიანცის საქმეზე ჩვენებას სამართალდამცავები აძლევენ

მიმდინარე საპროტესტო აქციების ფარგლებში, სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებული არჩილ მუსელიანცის საქმეზე ჩვენებას სამართალდამცავები აძლევენ. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე ასევე დაკითხავენ შემთხვევის ადგილზე მომუშავე ექსპერტებს.

არჩილ მუსელიანცს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული ბრალდება 3-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უფრო კონკრეტულად, მუსელიანცს ედავებიან, რომ პარლამენტის შენობის წინ ბოძზე დამაგრებულ კამერების დენის წყაროს მიზანმიმართული დაზიანება მიყენა და ცეცხლი წაუკიდა, რათა აქციაზე მყოფების სახეების იდენტიფიცირება შეუძლებელი ყოფილიყო.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება