ირაკლი ქადაგიშვილი - ხელისუფლების სურვილი არ არის, რომ მედია იყოს ცენზურის ქვეშ - სახეზე გვაქვს ფაქტი, რომ მედიასივრცე დაზიანებულია და სწორედ ამას სჭირდება მოწესრიგება, დარეგულირება

ხელისუფლების სურვილი არ არის, რომ მედია იყოს ცენზურის ქვეშ - სახეზე გვაქვს ფაქტი, რომ მედიასივრცე დაზიანებულია და სწორედ ამას სჭირდება მოწესრიგება, დარეგულირება, - ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში მედია სტანდარტის აღსრულების მექანიზმი არ არსებობს და ამიტომ არის საჭიროება, რომ მედია სტანდარტების დაცვის მექანიზმი არსებობდეს.

„მედიასთან დაკავშირებით ჩვენ სწორედ ყველაზე უფრო გამოცდილი და ტრადიციული კანონმდებლობა, ამ შემთხვევაში, ბრიტანული კანონმდებლობა ავიღეთ. არის თუ არა ეს მედიის ჩარჩოებში მოქცევა?! როგორც მოგეხსენებათ, ზოგადად, მედია სტანდარტი ისედაც არსებობს, უბრალოდ, ამ მედია სტანდარტის აღსრულება არ ხდება საქართველოში. აღსრულების მექანიზმი არ არსებობს. თვითრეგულაციამ, ფაქტია, არ იმუშავა. აქედან გამომდინარე, ამიტომ არის საჭიროება, რომ მედია სტანდარტების დაცვის მექანიზმი არსებობდეს.

ხელისუფლების სურვილი არ არის, რომ მედია იყოს ცენზურის ქვეშ. ამ ხელისუფლების პირობებში არც ერთ მედიასაშუალებას რაიმე სისტემური, ან სხვა სახის პრობლემა არ შექმნია, იმიტომ, რომ ეს არ არის ამ ხელისუფლების მიზანი და ხასიათი. სახეზე გვაქვს ერთი მოცემულობა და ფაქტი - მედიასივრცე დღეს დაზიანებულია. სწორედ ამას სჭირდება მოწესრიგება, დარეგულირება. ევროპის ყველა სახელმწიფოში არსებობს მედია რეგულაციები და თუ იქ ეს მედია რეგულაცია ნიშნავს მაღალი სტანდარტის მიღწევის საშუალებას, რატომ უნდა ნიშნავდეს ჩვენს ქვეყანაში საპირისპიროს?!," - განაცხადა ქადაგიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს