მიხეილ სააკაშვილი - ამბობენ, სააკაშვილმა მოიყვანა ივანიშვილიო, ვინც ამას ამბობს, საკუთარ თავს სარკეში ჩახედოს - ივანიშვილის გამარჯვება ჰიბრიდული სპეცოპერაციის შედეგი იყო, რასაც ხალხის ერთი ნაწილი წამოეგო

ივანიშვილის გამარჯვება საქართველოში დიდი ჰიბრიდული სპეცოპერაციის შედეგი იყო, რომელსაც სამწუხაროდ, ქართველი ხალხის ერთი ნაწილი წამოეგო - მივიღეთ სრული კატასტროფა, ეროვნული განადგურება და ახლა, საქართველო უზარმაზარი კატასტროფის წინაშეა,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე ჩართვისას განაცხადა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, „სიტუაციის შესაცვლელად ძალიან ცოტა დრო გვრჩება“.

„ამბობენ, მან [სააკაშვილმა] მოიყვანა ივანიშვილიო. ყველა, ვინც ამას ამბობს, საკუთარ თავს სარკეში ჩახედოს. ივანიშვილის გამარჯვება საქართველოში დიდი ჰიბრიდული სპეცოპერაციის შედეგი იყო, რომელსაც სამწუხაროდ, ქართველი ხალხის ერთი ნაწილი წამოეგო. გასაგებია რატომაც წამოეგო, იმიტომ, რომ უნდოდა უკეთესზე უკეთესი. მივიღეთ სრული კატასტროფა, მივიღეთ ეროვნული განადგურება და საქართველო ახლა არის უზარმაზარი კატასტროფის წინაშე. საკმარისია უკრაინაში შეწყდეს სისხლი, სად წავა მერე რუსეთი? მათ სამხედრო მანქანების გაჩერება, უბრალოდ, არ შეუძლიათ. წავა მოლდოვაში? ვერა იმიტომ, რომ უკრაინაა შუაში. წავა ბალტიის ქვეყნებში? ნატო მაინც იცავს ბალტიის ქვეყნებს, ეს გაურკვეველია. წავა ყაზახეთში? არა, იქ ჩინეთია. წავა აზერბაიჯანში? არა, იქ თურქეთის სამხედრო გარანტიებია. ერთადერთი უპატრონოდ დარჩენილი ქვეყანა საქართველოა და წავა საქართველოში. მსოფლიოში საქართველოს გავლით წავა. ეს არის მწარე რეალობა, თუ ეს სიტუაცია დროზე არ შეიცვალა. ჩვენ ძალიან ცოტა დრო გვრჩება სიტუაციის შესაცვლელად. მე აქ ჩამოვედი, ჩემი სიცოცხლე გადავდე იმიტომ, რომ ყველაზე ადრე დავინახე ეს სამკვდრო-სასიცოცხლო საფრთხე. დიდი ხანი ვცადე შორიდან ამის გაკეთება და ეს შეუძლებელია. უკვე საკუთარი ტყავით გავრისკე, საკუთარი ტყავი შევაგდე თითქმის, უიმედო თამაშში“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ამასთან, როგორც მიხეილ სააკაშვილმა ჩართვისას აღნიშნა, ის „ერთი წუთითაც არ ნანობს, რომ ქვეყანა მტერს არ ჩააბარა“.

მისივე თქმით, ახლა „ერთიანობა მნიშვნელოვანია“.

„საქართველო იქნება თავისუფალი, თუნდაც ეს მე სიცოცხლის ფასად დამიჯდეს. ჩვენ ამ ბრძოლაში აუცილებლად გავიმარჯვებთ“,- აღნიშნა სააკაშვილმა.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი