სანდრო ცნობილაძე - ჩხრეკაზე შემოვიდნენ დილას, არ ვიცი რას ეძებენ, ამოიღეს ტელეფონები, ლეპტოპები და კომპიუტერი - ვუკავშირებ იმას, რომ სულ აქციებზე ვარ

ჩხრეკაზე შემოვიდნენ დილას - არ ვიცი რას ეძებენ, ამოიღეს ტელეფონები, ლეპტოპები და კომპიუტერი,- ამის შესახებ სპორტულმა კომენტატორმა, სანდრო ცნობილაძემ მედიასთან მის სახლში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით განაცხადა.

კითხვაზე, რას უკავშირებს ცნობილაძე მის სახლში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებს, ცნობილაძემ აღნიშნა, რომ ის მიმდინარე პროცესს და აქციებზე მის ყოფნას უკავშირებს.

„ჩხრეკაზე შემოვიდნენ დილას და შესაბამისად ახლა მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. არ მაღებინებს კარებს არავისზე. აქ არის ადვოკატი. არ ვიცი რას ეძებენ. ამოიღეს ტელეფონები, ლეპტოპები და კომპიუტერი. ჯერჯერობით მეტი არაფერი არ ვიცი. ვუკავშირებ იმას, რომ სულ აქციებზე ვარ“,- განაცხადა სანდრო ცნობილაძემ.

ცნობისთვის, სპორტული კომენტატორის, სანდრო ცნობილაძის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს. ჯერჯერობით უცნობია, რის საფუძველზე არიან მის სახლში სამართალდამცველები შესულები.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება