კახა კალაძე - ევროკავშირის მინისტერიალისგან განსაკუთრებული მოლოდინი არ გვაქვს

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების დღევანდელი შეხვედრისგან საქართველოს დიდი მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, ბოლო პერიოდი საქართველოსთან მიმართებაში უსამართლო დამოკიდებულების თვალსაზრისით გამორჩეული იყო.

„ბოლო წლებისა და თვეების განმავლობაში იმდენი უსამართლო გადაწყვეტილებისა და უსაფუძვლო განცხადების მომსწრენი ვიყავით, რომლებიც სიცრუეს ეფუძნება, რომ, შესაბამისად, მინისტრების შეხვედრისგან არაფერ განსაკუთრებულს არ ველოდები. საქართველოს ხელისუფლებას ძალიან დიდი იმედი აქვს, რომ „დიფ სთეითი“ დამარცხდება და ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები იდგმება, თუმცა, ყველას თავისი პრობლემა აწუხებს, და ჩვენ ჩვენს ქვეყანაზე ვზრუნავთ. შესაბამისად, დავაკვირდებით პროცესებს - რეალურად იქნება თუ არა გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები „დიფ სთეითთან“ ბრძოლაში. ამას როგორ დავინახავთ? რა თქმა უნდა, ეს აისახება საქართველოსთან ურთიერთობაზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ აშშ-ის ახლად არჩეულ პრეზიდენტზე ადრე დაიწყო საუბარი იმის შესახებ, რომ არსებობენ ძალები, რომლებსაც მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში ღრმად აქვთ ფესვები გადგმული.

„ეს უდიდესი პრობლემაა. ამ ხნის განმავლობაში ვხედავდით კონკრეტული დაჯგუფებების მიერ დაორგანიზებულ განცხადებებს. მათი მთავარი მიზანი და სურვილი იყო, საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მიღწევა, რათა თავიანთი აგენტურა მოეყვანათ ხელისუფლებაში, რომელიც რასაც დაავალებდნენ, იმას გააკეთებდა და ქვეყანა გამოეყენებინათ თავიანთი ინტერესების გასატარებლად, რაც უმძიმესი იქნებოდა საქართველოსთვის. ჩვენ დავრწმუნდებით იმაში, რომ „დიფ სთეითი“ დამარცხებულია მაშინ, როდესაც საქართველოსთან მიმართებაში განსხვავებული დამოკიდებულება იქნება და ურთიერთობები ახალი ფურცლით დაიწყება, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩვენთვის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო