„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ხვალ, 25 თებერვალს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ კრწანისის რაიონში, კრწანისის II შესახვევის მიმდებარედ წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.

„ტექნიკური სამუშაოები ხვალ, 25 თებერვალს დილის 10:00 საათიდან დაიწყება და 24 საათიან ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 25 თებერვალს დილის 10:00 საათიდან 26 თებერვლის დღის 16:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

კრწანისის ქუჩის 47, 47ა, 47ბ, 49, 49ა, 51ა, ბ, დ, ე, 51-89, 56-98; კრწანისის ქუჩის მე-2 ჩიხს და მე-2 შესახვევს; კრწანისის მე-3 გასასვლელს; გრიგოლ ვოლსკის, ჯაფარიძისა და წინანაურის ქუჩებს; ორთაჭალის ქუჩის 77-131; 60-134; ნადიკვარის მე-3 ქუჩას.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“, - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება