უნიკალური უკრაინული დოკუმენტური ფილმი „დოვგა დობა“- ექსკლუზიურად „პალიტრანიუსის“ ეთერში

2022 წლის 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა დაიწყო. დაბომბვებმა ქვეყნის მასშტაბით შიში და ქაოსი გამოიწვია. ეს დღე უკრაინელებისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა – მათი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა.

უკრაინელი რეჟისორის, ალან ბადოევის დოკუმენტური ფილმი „დოვგა დობა“ სწორედ იმ საშინელი დღეების ქრონოლოგიას ქმნის. ფილმი უნიკალურია, რადგან მასალა თავად უკრაინელებმა გადაიღეს. რეჟისორმა ალან ბადოევმა 12,000 მოქალაქის მიერ მობილური ტელეფონებით გადაღებული 200 საათზე მეტი ვიდეო შეაგროვა, რომელიც ომის პირველ დღეებს, გადარჩენისთვის ბრძოლას და მძიმე ემოციურ ისტორიებს ასახავს. ამ მასალიდან 2 საათიანი ფილმი შეიქმნა. პერსონაჟები და ოპერატორები ის უკრაინელი ხალხია, რომლებიც გადარჩენას ცდილობდნენ და თავიანთ უმძიმეს ყოფას ტელეფონებით იღებდნენ.

ფილმში წარმოდგენილია მარიუპოლის, ჩერნიგოვის, ხერსონისა და სხვა ქალაქების მაცხოვრებლების რეალური ამბები. ფილმი არა მხოლოდ ომის რეალობას აღწერს, არამედ გმირობის, სიყვარულისა და ადამიანური ტკივილის მძაფრი ასახვაც არის. „დოვგა დობა“ მსოფლიოსთვის ძლიერი შეხსენებაა იმისა, თუ რა ფასს იხდის უკრაინელი ხალხი თავისუფლებისთვის.

24 თებერვალს, 23:00 საათზეფილმის პირველი ჩვენება ექსკლუზიურადპალიტრანიუსისეთერში შედგება!

2 საათიანი ფილმს ქართულ ენაზე ადაპტაცია დასჭირდა. „პალიტრანისუმა“ თარგმნა და მისი ნახვა, ქართული სუბტიტრების თანხლებითაა შესაძლებელი.

ფილმი განმეორებით შეგიძლიათ ნახოთ:

  • ოთხშაბათი, 23:00
  • კვირა, 23:00
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს