სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებული არჩილ მუსელიანცის საქმის პროკურორი - საქმეში არსებულ ვიდეოჩანაწერში ბრალდებულ არჩილ მუსელიანცის ხმა ისმის, ასევე, ჩანს მისი მოქმედება

მიმდინარე საპროტესტო აქციების ფარგლებში, სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებულ არჩილ მუსელიანცის საქმის პროკურორის, ანი ხუბეჯაშვილის განცხადებით, საქმეში არსებულ ვიდეოჩანაწერში ბრალდებულ არჩილ მუსელიანცის ხმა ისმის, ასევე ჩანს მისი მოქმედება.

პროკურორის თქმით, ასევე, ექსპერტიზებით დგინდება, რომ კონკრეტული ნივთი ცეცხლის წაკიდებით იყო დაზიანებული.

„არჩილ მუსელიანცს ბრალი აქვს წარდგენილი ნივთის ცეცხლის წაკიდებით დაზიანების ფაქტზე. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილე პირები დაკითხა, მათ შორის, გამომძიებლები და ექსპერტები, რომლებმაც შემთხვევის ადგილზე არსებული სურათი აღადგინეს და გვითხრეს, თუ რა ნახეს მისვლის შემდეგ, ასევე აღწერეს ის ნივთი, რომელიც ბრალდებულის მხრიდან ცეცხლის წაკიდებით არის დაზიანებული. მოწმეთა ჩვენებები თანმიმდევრული იყო და წინააღმდეგობაში არ მოდის.

ასევე, ჩატარებულია დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა, რომელიც ადასტურებს ყუთზე [პარლამენტის შენობის წინ ბოძზე დამაგრებულ კამერების დენის წყაროს ყუთი] არჩილ მუსელიანცის ხელის კვალს. ასევე, ექსპერტიზებით დგინდება, რომ ნივთი ცეცხლის წაკიდებით იყო დაზიანებული.

მოცემულ საქმეზე ამოღებულია მათ შორის, საჯაროდ გავრცელებული ვიდეოჩანაწერები, სადაც ასახულია მითითებული მოქმედება და დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. ვიდეოჩანაწერში ბრალდებულის ხმა ისმის, ასევე ჩანს მისი მოქმედება. ექსპერტმა მისი კვლევის ფარგლებში განაცხადა, რომ პირი, რომელიც ცეცხლს უკიდებს მითითებულ ყუთს და საუბრობს იმ მომენტში, ნამდვილად არჩილ მუსელიანცია“, - განაცხადა ხუბეჯაშვილმა.

ბრალდებულის ადვოკატის, დიმიტრი ვარდიაშვილის განმარტებით კი, ექსპერტიზა შსს-ს დაქვემდებარებაში არსებულმა საექსპერტო ბიურომ ჩაატარა, შესაბამისად, ამ მიმართულებით სანდოობა მათ ნაკლები აქვთ.

„შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი იმდენად ცუდადაა შედგენილი, ბევრი რამის ამოკითხვა დღემდე ვერ შევძელით. დღევანდელმა მოწმეებმა ბევრი ვერაფერი დაადასტურეს. გამომძიებელმაც და სხვა ექსპერტებმაც აღნიშნეს, რომ იმ დღეს ანაბეჭდის აღება არ მომხდარა. კითხვაზე, თუ რატომ, უპასუხა, რომ „შეუძლებელი იყო იმ ზედაპირიდან“.

„ბრალდება ვერაფრით დასტურდება. რაც შეეხება ხმას, ვიდეომასალა, რომელიც „პოსტივის“ „ფეისბუქ“ გვერდიდანაა ამოღებული, ათასჯერაა გადაჭრილი. იქიდან რა დაადგინეს, ვისი ხმა ემთხვეოდა, ამაზე წინასწარ ვერ ვისაუბრებთ“, - განაცხადა ვარდიაშვილმა.

არჩილ მუსელიანცს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული ბრალდება 3-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უფრო კონკრეტულად, მუსელიანცს ედავებიან, რომ პარლამენტის შენობის წინ ბოძზე დამაგრებულ კამერების დენის წყაროს მიზანმიმართული დაზიანება მიყენა და ცეცხლი წაუკიდა, რათა აქციაზე მყოფების სახეების იდენტიფიცირება შეუძლებელი ყოფილიყო.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო