თბილისის საქალაქო სასამართლოში სტუდენტის, გიორგი მინდაძის პროცესი გაიმართა - 21 წლის გიორგი მინდაძეს მიმდინარე აქციების დროს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან

თბილისის საქალაქო სასამართლოში სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტის, გიორგი მინდაძის ბრალდების საქმეზე პროცესი გაიმართა. 21 წლის გიორგი მინდაძეს მიმდინარე აქციების დროს პოლიციელზე, კერძოდ გდდ-ს თანამშრომელზე თავდასხმას ედავებიან.

საქმეს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი იხილავდა.

სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხნენ ექსპერტი ეკატერინე ყუფარაძე და შსს-ს მთავარი სამმართველოს საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებელი სოფიკო ლოლაძე.

სოფიკო ლოლაძის თქმით, 2024 წლის 29 ნოემბერს გამოძიება დაიწყეს პოლიციელზე თავდასხმის შესახებ, საგამოძიებო ჯგუფმა დაათვალიერა ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს თუ როგორ ისვრის გიორგი მინდაძე პიროტექნიკას და „პოლიციელზე თავდასხმას ახორციელებს“. სოფიკო ლოლაძის თქმით, პოლიციელმა შედეგად ფეხი დაიზიანა, შემთხვევა კი 9 აპრილის ქუჩაზე მოხდა.

სხდომაზე ბრალდებულის ადვოკატმა მოწმე სოფიკო ლოლაძე ჰკითხა, დაათვალიერა თუ არა, როგორც გამომძიებელმა შემთხვევის ადგილი, რაზეც მან უპასუხა, რომ არა, შემთხვევის ადგილი არ დაუთვალიერებია, რადგან „ჩავთვალეთ რომ იმ ეტაპზე არ იყო საჭირო“.

„გამოძიების პროცესში იდენტიფიცირდა გდდ-ს თანამშრომელი, რომელმაც დაადასტურა, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას ბრალდებულმა მის მიმართ განახორციელა პიროტექნიკის სროლა და დაზარალებულმა როგორც მახსოვს, მიიღო მარჯვენა ფეხის დაზიანება.

გიორგი მინდაძეს კი უწყება ჩაბარდა და თავისივე ფეხით გამოცხადდა თბილისის პოლიციის დეპარტამენტში“, - განაცხადა სოფიკო ლოლაძემ.

საპირისპიროს ამტკიცებს ბრალდებულის დედა, ნანი წულაია. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მოწმის სახით დაკითხულმა შსს-ს გამომძიებელმა, სოფიკო ლოლაძემ სასამართლოს სხდომაზე მოიტყუა, როდესაც თქვა, რომ მისი შვილი გიორგი მინდაძე უწყების საფუძველზე მივიდა პოლიციაში. ნანი წულაიას თქმით, მისი შვილი პოლიციელებმა სინამდვილეში მაშინ დააკავეს, როდესაც ახლობელთან სტუმრად იყოფებოდნენ.

შეგახსენებთ, სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტს, გიორგი მინდაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. კერძოდ, მას ედავებიან, რომ 29 ნოემბერს, პოლიციელს პიროტექნიკა ესროლა, რის შედეგადაც მან ფეხზე დაზიანება მიიღო.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი