ირაკლი კობახიძე - ძალიან მძიმეა ომის შედეგები ჩვენი მეგობარი ქვეყნისთვის - პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს

ძალიან მძიმეა ომის შედეგები ჩვენი მეგობარი ქვეყნისთვის - პრინციპულად მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება სწრაფად, წარმატებით დასრულდეს ის პროცესი, რომელიც დაწყებულია და რომელიც უკავშირდება უკრაინაში მშვიდობის დამყარებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უკრაინაში ომის დაწყების 3 წლისთავთან დაკავშირებით, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კობახიძემ იმ შედეგებზე ისაუბრა, რაც უკრაინაში ომის შედეგად დადგა.

„დღეს 3 წელი შესრულდა უკრაინაში ომის დაწყებიდან. ეს ნამდვილად ტრაგიკული თარიღია ჩვენი მეგობარი ქვეყნის, უკრაინის ისტორიაში. ძალიან მძიმეა ომის შედეგები ჩვენი მეგობარი ქვეყნისთვის და ჩვენი მეგობარი ხალხისთვის. უამრავი ადამიანია დაღუპული ამ ომის შედეგად. 10 მლნ უკრაინელ ადამიანამდე დევნილად ან ლტოლვილად იქცა; უკრაინის ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული რუსეთის ფედერაციის მიერ; განადგურებულია ეკონომიკა, ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა; საგარეო ვალი აღწევს თითქმის, ეკონომიკის 100%-ს - 96%-ია წლევანდელი მაჩვენებელი, წლის ბოლოსთვის 100%-ს გადასცდება. ჩვენ, პირველ რიგში, მეგობარ ქვეყანას, მეგობარ ხალხს ვუსურვებთ მშვიდობას. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება სწრაფად, წარმატებით დასრულდეს ის პროცესი, რომელიც დაწყებულია და რომელიც უკავშირდება უკრაინაში მშვიდობის დამყარებას. მინდა, კიდე ერთხელ გამოვთქვა იმედი, რომ რაც შეიძლება მალე დამყარდება მშვიდობა ჩვენს მეგობარ ქვეყანაში, უკრაინაში“, - განაცხადა კობახიძემ.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო