მარსელში რუსეთის საკონსულოს ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა

საფრანგეთის საპორტო ქალაქ მარსელში რუსეთის საკონსულოს კედელს ორი ჭურვი ესროლეს, აქედან ერთ-ერთი აფეთქდა, - ამის შესახებ Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომელიც საფრანგეთის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელია.

მანამდე, BFM TV-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საკონსულოს ბაღის ტერიტორიაზე ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილები“ ისროლეს.

რუსეთი საფრანგეთისგან მომხდარის სრულ გამოძიებას ითხოვს და აცხადებს, რომ ინციდენტი ტერორისტულ აქტს ჰგავს.

„მარსელში რუსეთის გენერალური საკონსულოს ტერიტორიაზე მომხდარ აფეთქებებს ტერორისტული თავდასხმის ყველა ნიშანი აქვს. ჩვენ ვითხოვთ აკრედიტაციის ქვეყნიდან ყოვლისმომცველ და სწრაფ ზომებს გამოძიებისთვის, ასევე ნაბიჯებს რუსეთის საგარეო მისიების უსაფრთხოების გასაძლიერებლად“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი