ლევან მგალობლიშვილი - მნიშვნელოვანია, რომ აფხაზეთის მთავრობის საქმიანობა იყოს მაქსიმალურად ეფექტიანი და მოხდეს უწყებების ინსტიტუციური გაძლიერება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ლევან მგალობლიშვილის ხელმძღვანელობით აფხაზეთის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, სხდომის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა აფხაზეთის მთავრობის ინსტიტუციური გაძლიერების საკითხები განიხილეს.

„ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მთავრობის საქმიანობა იყოს მაქსიმალურად ეფექტიანი და დროებით დევნილი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი, ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის სამინისტროდ გარდაქმნასთან დაკავშირებით, რაც უწყების ეფექტიანობის მდგრადობას და მოქალაქეთა სრულყოფილ მომსახურებას უზრუნველყოფს“, - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.

ცვლილებების თანახმად, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატს სტატუსი შეეცვალა და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროდ ჩამოყალიბდა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება