უკრაინაში რუსეთის შეჭრის 3 წლისთავზე, „უკრაინის და საქართველოს თავისუფლებისთვის გმირ-მებრძოლთა პატივსაცემად“ ლისის ტბის მიმდებარედ მონუმენტი ყვავილებით შეამკეს

უკრაინაში რუსეთის შეჭრის 3 წლისთავზე, „უკრაინის და საქართველოს თავისუფლებისთვის გმირ-მებრძოლთა პატივსაცემად“ ლისის ტბის მიმდებარედ მონუმენტი ყვავილებით შეამკეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში უკრაინის საელჩო ავრცელებს.

მათი ცნობით, ცერემონიას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და სამხედრო ატაშეების ასოციაციის, უკრაინული თემის და ორგანიზაციის - Plast in Georgia/ პლასტი საქართველოში წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„დღეს, 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან 3 წლისთავზე, უკრაინის და საქართველოს თავისუფლებისთვის გმირ-მებრძოლთა პატივსაცემად ლისის ტბის მიმდებარედ, სარეკრეაციო პარკში გაიმართა მონუმენტის ყვავილებით შემკობის საზეიმო ცერემონია.

ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და სამხედრო ატაშეების ასოციაციის, უკრაინული თემის, Plast in Georgia/ პლასტი საქართველოში წარმომადგენლები.

უკრაინელების სრულმასშტაბიანი წინააღმდეგობის, გამბედაობისა და შეუპოვრობის სამი წელი...

ჩვენ ვიხსენებთ და პატივს მივაგებთ ყველას, ვინც იბრძოდა თავისუფლებისთვის. ჩვენ გვახსოვს დღეს თავისუფლებისთვის ბრძოლის ფასი. მადლობას ვუხდით კერძო კომპანია „ლისი დეველოპმენტის“ ხელმძღვანელობას მხარდაჭერისთვის“,- აღნიშნულია განცხადებაში.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა