დეტექტივის განცხადებით, მან „ფეისბუქის“ საშუალებით ნახა ანზორ კვარაცხელია ე.წ. მოლოტოვის კოქტეილს როგორ ისროდა პოლიციელების მისამართით

დეტექტივ გია გელაშვილის განმარტებით, მან „ფეისბუქის“ საშუალებით ნახა ბრალდებული ანზორ კვარაცხელია ე.წ. მოლოტოვის კოქტეილს როგორ ისროდა პოლიციელების მისამართით. აღნიშნულის შესახებ მოწმე დეტექტივმა ჩვენების მიცემისას სასამართლოში განაცხადა.

გელაშვილის თქმით, აღნიშნული დანაშაულის შესახებ მან მის ხელმძღვანელს შეატყობინა და თან ლინკებიც მიაწოდა. დეტექტივის თქმითვე, ერთ ვიდეოში ჩანს, აღნიშნული ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი საფეხმავლო ბილიკზე თუ როგორ აფეთქდა, მეორე ვიდეოში კი ბრალდებული ნიღაბს როგორ იხსნის.

სასამართლოში ჩვენება ასევე მისცა გამომძიებელმა ლევან ჩხიკვაძემ.

დღევანდელ სხდომაზე პროკურორმა როინ ხინთიბიძემ დამატებითი მტკიცებულების საქმეზე დართვის შუამდგომლობა დააყენა. გამოძიების ეტაპზე ბრალდებულისგან ამოღებული მობილური ტელეფონი ექსპერტიზისთვის შესაბამის დაწესებულებას გადაეცა. სწორედ აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის საქმეზე დართვას ითხოვდა პროკურორი.

აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმა დაცვის მხარე. ადვოკატების თქმით, აღნიშნული დასკვნა მტკიცებულების წარმოდგენის დაშვებული ნორმების დარღვევითაა მოტანილი. მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ცნობისთვის, ანზორ კვარაცხელია მიმდინარე აქციების ფარგლებში დაწყებული გამოძიების მიმდინარეობისას სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დააკავეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება