„პროკრედიტ ბანკი“ კორპორაციული მდგრადობის ჯილდო 2024-ის გამარჯვებულია

ბანკმა ჯილდო მწვანე ინვესტიციების ხელშეწყობის წარმატებული პრაქტიკებით მოიპოვა, ნომინაციაში SDG-17 - პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის.

პროკრედიტი უკვე მეორე წელია კონკურსის მონაწილე და გამარჯვებულია. 2023 წელს პროკრედიტმა კორპორაციული მდგრადობის ჯილდო, SDG-7 - ხელმისაწვდომი და სუფთა ენერგია გამარჯვება ელექტრომობილების ავტოპარკის და დამტენების ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტით მოიპოვა.

ინიციატივები, რომელსაც ევროპული ბანკი საქართველოში ახორციელებს, გაზომვადი სარგებლის მომტანია გარემოსა და საზოგადოებისათვის და კორპორაციული მდგრადობის სფეროს აძლიერებს.

„სოციალური პასუხისმგებლობა პროკრედიტ ბანკისთვის ბიზნეს საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. ახალი ინიციატივებით და საუკეთესო ევროპული პრაქტიკების გაზიარებით, ვცდილობთ დადებითი ზეგავლენა მოვახდინოთ ეკონომიკაზე, გარემოსა და სოციუმზე. მოპოვებული ჯილდო, ჩვენთვის მორიგი აღიარებაა მიღწეული პოზიტიური ცვლილებების. ამასთან, მეტი მოტივაციაა ჩვენი გუნდისთვის, რომ ახალი პროექტებით აქტიურად განვაგრძოთ მდგრადი განვითარების მიზნების მხარდაჭერა და გავამყაროთ ზეგავლენაზე ორიენტირებული ფინანსური ინსტიტუტის როლი“, - ალექსანდრე ჯაშიაშვილი, მდგრადი განვითარების განყოფილების უფროსი.

კორპორაციული მდგრადობის ჯილდოს ცერემონია გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით გაიმართა, შვედეთის დაფინანსებით, პროექტის „ლიდერობა მდგრადი განვითარებისთვის“ ფარგლებში. ნომინაციები გაეროს მიერ 2015 წელს მიღებული მდგრადი განვითარების მიზნების მიხედვით შეირჩა.

(R)

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება