კაია კალასი - საქართველოში ყველა მომიტინგე დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს - ის ნაბიჯები, რასაც საქართველო დგამს, ევროპის მიმართულებით არ მიდის

მოკლედ განვიხილეთ საქართველოში არსებული სიტუაცია. რეპრესიული კანონმდებლობის ადაპტაცია და მომიტინგეების მიმართ ძალის გადამეტებული გამოყენება სიტუაციის საგანგაშო გაუარესებაა რეგიონში , - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ყველა ეს მომიტინგე სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს. ის ნაბიჯები, რასაც საქართველო დგამს, ევროპის მიმართულებით არ მიდის. ჩვენ ველით გარკვეულ ღირებულებებს, გარკვეულ ნაბიჯებს, რომლებიც უნდა გადადგას კანდიდატმა ქვეყნებმა, როგორიც არის საქართველო და საქართველო ნამდვილად არ დგამს სწორ ნაბიჯებს“, - აღნიშნა კალასმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება