მაიკ უოლცი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხი არ განიხილება - მისი უსაფრთხოების გარანტიები ცალკე განხილვის საკითხია

უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხი არ განიხილება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მრჩეველმა, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ეს საკითხი არ განიხილება. არ განვიხილავ, რომ აშშ-მა უკრაინას ნატო-ში გაწევრიანების ნება დართოს და შემდეგ დაუყოვნებლივ, მე-5 მუხლის თანახმად, უკრაინის დასაცავად ამერიკელი ჯარისკაცების გამოყენება დაუშვას. ეს სრულიად განსხვავებული სცენარია და მინდა დავაზუსტო ეს საკითხი. ეს აშშ-ს მიერ ნატო-სა და მისი მოქმედი წევრი ქვეყნების წინაშე აღებული ვალდებულებისგან განსხვავდება“, - განაცხადა მაიკ უოლცმა.

მისი თქმით, აშშ ნატო-ს წინაშე აღებული ვალდებულებების ერთგულია.

„ჩვენ მე-5 მუხლით აღებული ვალდებულებების ერთგული ვართ. თუმცა, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები ცალკე განხილვის საკითხია“, - აღნიშნა უოლცმა.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი