დიდმა ბრიტანეთმა 2022 წლის შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ყველაზე დიდი პაკეტი გამოაცხადა

დიდმა ბრიტანეთმა 2022 წლის შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ყველაზე დიდი პაკეტი გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს.

„107 ახალი სანქცია. სანქციების ეს პაკეტი მიზანში იღებს მომარაგების ჯაჭვებსა და შემოსავლებს, რომლებიც პუტინის უკანონო ომს ხელს უწყობს. უკრაინის გაძლიერება უსაფრთხო ევროპისა და დიდი ბრიტანეთის მშენებლობას ხელს შეუწყობს“, - ნათქვამია გაერთიანებული სამეფოს მთავრობის განცხადებაში.

დიდი ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, სანქციები ეხება რუსი სამხედროებისთვის მანქანა-იარაღების, ელექტრონიკისა და ორმაგი დანიშნულების საქონლის მწარმოებლებსა და მომწოდებლებს, რომლებიც ძირითადად მესამე ქვეყნებშია დაფუძნებული, კერძოდ, ცენტრალური აზიის ქვეყნებში, თურქეთში, ტაილანდში, ინდოეთსა და ჩინეთში.

ასევე, დიდმა ბრიტანეთმა სანქციები ჩრდილოეთ კორეის თავდაცვის მინისტრს, ნო კვანგ-ქოლს, ჩრდილოეთ კორეელ გენერლებსა და 13 რუსულ ობიექტს დაუწესა.

„პირველად, ახალ უფლებამოსილებებს ვიყენებთ და ჩვენ მიზანში ვიღებთ უცხოურ ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებიც რუსეთის ომის მანქანას მხარს უჭერენ. სანქციებს ვუწესებთ ყირგიზეთში დაფუძნებულ OJSC Keremet Bank-ს, რაც ომის მხარდასაჭერად რუსეთის მიერ საერთაშორისო ფინანსური სისტემის გამოყენებას ხელს შეუშლის“, - აღნიშნულია დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში.

ამასთან, დღეს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა უკრაინისთვის 4,5 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფის შესახებ გამოაცხადა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება