ბათუმში, თაბუკაშვილის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სახურავის ნაწილი ჩამოინგრა - მერიაში აცხადებენ, რომ ოჯახებს უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანენ

ბათუმში თაბუკაშვილის პირველ ნომერში, ორ სართულიანი კორპუსის სახურავის ნაწილი ჩამოიშალა.

როგორც ადგილობრივებმა განაცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ისინი დახმარებას ადგილობრივ მთავრობას სთხოვენ.

როგორც “ინტერპრესნიუსს” ბათუმის მერიაში განუცხადეს, დაზარალებულ ოჯახებს უწყება უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანს, შემდეგ კი ადგილის შესწავლა მოხდება.

“შემთხვევის ადგილზე ჩვენი წარმომადგენელი იმყოფებოდა. ოჯახების მდგომარეობა ჩვენთვის ცნობილია, უსაფრთხო ადგილზე გადავიყვანთ. ვისაც დასჭირდება, ყველას აღმოვუჩენთ სათანადო დახმარებას”, - აღნიშნეს უწყებაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი