„ბიბლუსი ჯგუფის“ გენერალური დირექტორის ირაკლი გაგნიძის გერმანიიდან საქართველოში გადმოსვენება სავარაუდოდ კვირის ბოლომდე მოხდება

„ბიბლუსი ჯგუფის“ გენერალური დირექტორის ირაკლი გაგნიძის საქართველოში გადმოსვენება გერმანიიდან, სადაც მკურნალობის კურსს გადიოდა, სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე მოხდება.

დამატებითი დეტალების შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით გაცნობებთ.

42 წლის ასაკში, „ბიბლუსი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი ირაკლი გაგნიძე გარდაიცვალა. ის მძიმე დაავადებას ებრძოდა.

ირაკლი გაგნიძე „ბიბლუსი ჯგუფს“ არაერთი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. მისი წვლილი საქართველოში წიგნიერების გავრცელებაში შეუფასებელია.

ირაკლი გაგნიძეს მეუღლე და ოთხი შვილი დარჩა.

„ინტერპრესნიუსი“ ირაკლი გაგნიძის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს, ახლობლებს, „ბიბლუსისა“ და „პალიტრა ჰოლდინგის“ მთელს გუნდს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება