ბათუმში უამინდობის გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას დროებით აჩერებს

ბათუმში უამინდობის გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტი დროებით მუშაობას აჩერებს. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის

მუნიციპალური ტრანსპორტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

“ინტენსიური თოვის, შეზღუდული ხილვადობისა და გზებზე წარმოქმნილი ლიპყინულის გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტი დროებით აჩერებს გადაადგილებას ყველა მიმართულებით”, - აცხადებენ უწყებაში.

ბათუმში თოვლის საფარი 50 სანტიმეტრს აჭარბებს. თოვისა და ქარბუქის გამო, ქალაქში სატრანსპორტო გადაადგილება ნაწილობრივ შეზღუდულია. ასევე, ნალექმა ხეები დააზიანა, რომლებიც ავტომობილებს დაეცა. როგორც ბათუმის მერიაში აცხადებენ, ქალაქის მასშტაბით ქუჩების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

“დიდთოვლობასთან დაკავშირებით ქალაქის მასშტაბით ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს სხვადასხვა სამუშაოები. ამ ეტაპზე, ქალაქს 70 ერთეულზე მეტი სპეციალური ტექნიკური საშუალება და 700-ზე მეტი თანამშრომელი ემსახურება”, - აცხადებენ ბათუმის მერიაში.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ